пятница, 18 марта 2011 г.

გაკვეთილი ,,მოგზაურობა წარსულში”


                 გაკვეთილი ისტ-ეთნოგეოგრაფიულ მუზეუმში


1.პროექტის სახელი- ,,მოგზაურობა წარსულში”


2.პროექტის მოკლე აღწერა-პროექტში მიმოიხილება ის მოვლენები და პროცესები,
რომელიც ვითარდება დედამიწის წარმოშობიდან დღემდე. კერძოდ: კონტინენტების განსახლება, რასების ჩამოყალიბება, მეურნეობის განვითარება.
3პროექტის სრული აღწერა:
1. ორგანიზაციული საკითხების მოგვარება:ა) ინტერნეტში მოძიება სხვადასხვა მუზეუმების დიზაინის, მენეჯმენტის, კვალიფიკაციის.ბ) საკლასო ოთახის მოწყობა მუზეუმად.#კედლების გაფორმება პლაკატების, რუკების, ჯგუფების სლოგანების მიხედვით#მოსწავლეების მიერ მოძიებული და მათი შექმნილი  რესურსები: შვილდ-ისარი, შუბი, ქალამნები...მოძიებული: რკინისა და სპილენძის ნივთები:ხმალ-ხანჯალი, თუნგები, ხის ნივთები და სხვა.
2.კლასის დაყოფა ჯგუფებად:
მინილექცია მიჰყავს წამყვანებს, ეთმობა 10 წთ. მიმოიხილავენ სამყაროს წარმოშობას, დედამიწის ადგილს სამყაროში, პლანეტის განვითარებას და მნიშვნელობას, იყენებენ კოსმოსის რუკას და ინტერნეტს.


1.პალეოლითის ჯგუფის პრეზენტაციას ეთმობა 10 წუთი, ჯგუფის თითოეული წევრი თემების მიხედვით მიმოიხილავს უძველესი ადამიანის ყოფა–ცხოვრებას, გავრცელების არეალებს, მეურნეობას, იარაღებს–შესაბამისად აჩვენებენ მოძიებულ და თავიანთ მიერ შექმნილ მასალას, სხვადასხვა ნივთებს, რომელიც მოსახლეობაში შეაგროვეს. იყენებენ რუკას, ბუნებრივი ზონების პლაკატებს, თავიაანთ დახატულ სურათებს Homo Habili-ს შესახებ.
2.მეზოლითი–ნეოლითის ჯგუფის პრეზენტაციას ეთმობა შესაბამისად 10 წუთი. თითოეული წევრი მიმოიხილავს შესაბამის თემებს, შესაბამისად მეორდება ის თემები, რაც ზემოთ ვახსენეთ, იყენებენ ინტერნეტს, რუკებს, პლაკატებს, მოძიებულ ნივთებს და სხვა. 
3.რკინის ხანის ჯგუფი– ეთმობა 10 წუთი სხვა ჯგუფების მსგავსად გვაცნობს ამ პერიოდს. იყენებენ თვალსაჩინოებებს, ინტერნეტს და სხვა.
მუზეუმის მენეჯერმა და დირექტორმა ,,მოიწვიეს"სტუმრები ,, ცნობილი"პიროვნებები– ნეგროიდული რასის, ევროპეიდული , მონღოლოიდური და ავსტრალოიდური რასის წარმომადგენლები. სტუმრებმა ისაუბრეს თავიანთი რასების წარმოშობასა და თვისებებზე, გარეგნულ მხარეზე. ,,სტუმრები"ვიზუალურად შესაბამისად გამოიყურებიან. 
4.მონაწილეთა ასაკი –16 წლის


5.ვადები/ხანგრძლივობა–10/X-25/X  2011 წ.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში–მინილექცია, პრეზენტაცია, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა, ურთიერთშეფასება და თვითშეფასება,ფოტოები, ნახატები, პლაკატები, თვალსაჩინოების მოძიება–შექმნა, ინტერნეტის საიტების მოძიება და გამოყენება.
7.მოსალოდნელი შედეგები–მოაგროვოს გეოგრაფიული კვლევისათვის საჭირო ინფორმაცია, გამოიყენოს რუკა, გამოავლინოს ცოდნა პრეზენტაციის სახით, შეძლოს კვლევა სივრცესა და დროში, დააკავშიროს სამყაროს წარმოშობა სიცოცხლესთან, ადამიანის ჩამოყალიბება საზოგადოების განვითარებასთან.
8.სარგებელი სხვებისთვის–ბავშვების მიერ მოძიებული და შექმნილი       თვალსაჩინოებების გაცნობა, კვლევისა და ანალიზის უნარის გამომჟღავნება, შემოქმედებითობის გაცნობა.
9.სამუშაო ენა–ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან–   ––––
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი– ისტორია– მოსახლეობის მეურნეობის განვითარების ეტაპები
 , ბიოლოგია  –ბუნებასთან კავშირი, სიცოცხლის განვითარება, ფიზიკა–დედამიწის წარმოქმნა სამყაროში
12.პროექტის ფასილიტატორი– ეკატერინე იმერლიშვილი
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა– ekaterineimerlishvili@gmail.com
14.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი-ekaterine15.blogspot.com




  

четверг, 17 марта 2011 г.

მოგზაურობა წარსულში

1.პროექტის სახელი -                                        გაკვეთილი ისტ-ეთნოგეოგრაფიულ მუზეუმში
  2პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით -პროექტი ეხება იმ მოვლენებსა და პროცესებს, რომლებიც ვითარდება დედამიწის წარმოშობიდან დღემდე.კერძოდ, კონტინენტების განსახლებას, რასების ჩამოყალიბებას, მეურნეობის განვითარებას.
 3.პროექტის სრული აღწერა :
ა) ორგანიზაციული საკითხების მოგვარება:# მუზეუმის მოწყობა საკლასო ოთახში;#იყალთოს საჯარო სკოლის ეთნოგრაფიული მუზეუმის მასალების გამოყენება# მოსწავლეების მიერ მოძიებული და შექმნილი რესურსები( შვილდ-ისარი, შუბი, რკინისა და  
სპილენძის ძველი ნივთები, ქალამნები, თუნგები და სხვა.)# სლოგანები ჯგუფების მიხედვით, პლაკატები, რუკები და სხვა.# კედლების გაფორმება პირველყოფილი ადამიანების, სხვადასხვა ბუნებრივი ზონების პლაკატებით.# ინტერნეტში მოძიება სხვადასხვა მუზეუმების დიზაინის, მომსახურების, მენეჯმენტის.


.